აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის, აშშ-ი შემდგომშიც განაგრძობს უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ამის შესახებ მან ,,რადიო თავისუფლების" უკრაინული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი რუსეთი პროგნოზირებადი ურთიერთობისთვის მზად არ იქნება პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას მოახდენს.
„ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი ჩვენთან ასეთი ურთიერთობისთვის? თუ არა, მაშინ იქნება შედეგი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეაგირებას მოახდებს.
როგორც მან განაცხადა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენი დაცვის შემთხვევაში გამოვიყენებთ. ამიტომ პრეზიდენტს სურდა ასეთი გულღია საუბარი“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, შტატებს სურს, რომ შეწყდეს რუსეთის მავნე ქმედებები.
,,გვსურს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს რუსეთის მავნე მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევები და დასრულდეს ზეწოლა უკრაინაზე და სხვა ქვეყნებზე. მაგრამ არჩევანი არის რუსეთის", - განაცხადა ნულადმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებითვე, ვაშინგტონი მზად არის ასევე განიხილოს კიევის თხოვნა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აშშ-ის უფრო ღმარ ჩართულობის შესახებ. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, ვიქტორია ნულანდის თქმით, ისინი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის მიმართ.