Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის განკარგულებით, 19 ივნისს აშშ-ში მონობის გაუქმების დღეს აღნიშნავენ.შესაბამის ბრძანებს აშშ-ის პრეზიდენტი დღეს მოაწერს ხელს.
კანონპროექტის მიხედვით, დღესასწაულის სახელწოდება იქნება „ეროვნული დამოუკიდებლობის დღე 19 ივნისი“.
როგორც მანამდე კონგრესში გამართულ დებატებზე დემოკრატმა კონგრესმენმა შეილა ჯექონს ლიმ განაცხადა, მან 19 ივნისის მონობის გაუქმების პატივსაცემად ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი კონგრესში შეიტანა..
19 ივნისი მეთერთმეტე სადღესასწაულო დღე იქნება, რომელიც აშშ-ში ფედერალური მასშტაბით აღინიშნება. ამ სიაში ასევე შედის შობა, ახალი წელი, მადლიერების დღე, დამოუკიდებლობის დღე და მარტინ ლიუთერ კინგის დღე.