Guardian-ის ინფორმაციით, 25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის.
როგორც გამოცემა წერს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსი აცხადებენ, რომ 25 ივნისიდან ქვეყანაში ჩასვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ნებისმიერი მიზეზით შეეძლებათ.
გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებმა გერმანიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით.