საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 100 000 მოწამის ხსენების დღეს მსვლელობა არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება სახელდება.
"13 ნოემბერს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.