"ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს", - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის ელჩის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც რიგი ოპოზიციონერი ლიდერები, ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.
„როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ პოლიტიკურ კრიზისის დარეგულირებაში, რაც მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგეად წარმოიქმნა, ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ–ის საელჩო ჩაერთო. შეხვედრას ესწრებიან იმ პარტიების ლიდერები, რომლებმაც ვითომ გადალახა ბარიერი, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ დაესწრონ ისინიც ვინც ვითომ ვერ გადალახა – დარწმუნებული ვარ, ბევრმა გადალახა. შეხვედრები გაგრძელდება, დეტალიზაციას შეთანხმებისდა მიხედვით, მედიასთან ვერ მოვახდენ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რომელზეც ვოყავით“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა კრიმინალის თანამონაწილეობის გზით. ის კრიმინალში თანამონაწილეობდ სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ-ის მიერ წარმოდგენილი შედეგების აღიარებას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს.