ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის

4 ივლისიდან, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.

ავიაკომპანია დამატებით რეისს "ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის" მიმართულებით კვირა დღესაც შეასრულებს.

საერთო ჯამში, კვირაში სამი რეგულარული ფრენა შესრულდება: სამშაბათს, პარასკევს და კვირას.