აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადაეცა

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

,,98 000 დოლარის ღირებულების დახმარება საგანგებო სიტუაციებისას მუნიციპალიტეტის მზადყოფნასა და რეაგირებას გაზრდის. ასევე, ადგილობრივ მთავრობას სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმარება",- ნათქვამია განცხადებაში.