სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ინფორმაციას თავად ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში 16 ივნისს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

ასევე, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.

პრეზიდენტის სახელით, ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში მიღებაც გაიმართა.