იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა

იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა.

ამასთანავე, ბრიტანდეთიდან ჩასულ ვიზიტორებს სავალდებულო ტესტირების გავლაც მოუწევთ.

როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ინდური ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

ახალი რეგულაციები, ორშაბათიდან (21 ივნისიდან) შევა ძალაში.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვები მოიხსნება აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული ვაქცინირებული ან კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის მქონე მოგზაურებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ძალაში რჩება ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან ვიზიტორების მიღებაზე მოქმედი აკრძალვა.