შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისრუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორიპირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს.
მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ანშეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირებაჰქონდათ.
პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცადაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არდაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებსწინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელიშეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმაერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტშიმონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს.
ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნითჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს.