"იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც Figc.it-ი წერს, ის იყო "იუვენტუსის" ემბლემა.
ჯანპიერო ბონიპერტი "იუვენტუსში" 1946-1961 წლებში თამაშობდა, მან 459 მატჩში 179 გოლი გაიტანა და დღემდე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე იმყოფება. 2005 წლამდე რეკორდსმენი იყო, შემდეგ კი ალესანდრო დელ პიერომ გადაასწრო.
მისი დებიუტი იტალიაში 1947 წლის 9 ნოემბერს შედგა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასის ორ თამაშში: 1950 და 1954 წლებში.
როგორც "იუვენტუსის" საპატიო პრეზიდენტი, ის 2012 წელს შევიდა "იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში" "დირექტორთა" კატეგორიაში.
"ძვირფასო პრეზიდენტო, არავინ ყოფილა "იუვენტუსისთვის" თქვენნაირი და არც არავინ იქნება. თქვენგან დავალებული ვარ ყველაფრის გამო, როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც კაცი. იმიტომ, რომ იუვენტუსის გარეშე, თქვენი იუვენტუსის გარეშე, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ", – წერს დელ პიერო სოციალიურ ქსელში.