დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ

დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება.

"პატივია ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ”- წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და კონფერენცია გახსნა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაზე “სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის”.

დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე