იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ.

სიახლის შესახებ ინფორმაცია რატი ბრეგაძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

"ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა",- წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.