შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მოზარდს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი რაჭაში ექსკურსიაზე სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.