ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებულებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსი არავაქცინირებულებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას, არავაქცინირებულ მოსახლეობას მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მალე გაიკეთონ ვაქცინა.

"სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად იკლებს იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში შემთხვევები და ჰოსპიტალიზაცია არ იკლებს, პიროქით, შეზოერთ ადგილას შემთხვევები მატულობს", - განაცხადა ბაიდენმა.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 300 მილიონი დოზა გაიხარჯა.