რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

რუსეთში, კემეროვოს რეგიონში L-410 -ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა, 15 პარაშუტისტი და 2 მფრინავი.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი თვითმფრინავის დაჯდომის დროს ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

8 დაშავებულიდან 4 დაშვებულის მდგომარეობა მძიმეა.