COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 769 ადამიანს დაუდასტურდა, 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 343 837, გარდაიცვალა 5 148 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.

ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან 455 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 349, საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386.

მძიმე პაციენტი: 659, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 179 , მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.

584 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 861 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 651, პირი, აჭარაში - 1 189, იმერეთში - 1 097.