რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

19 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 229 906 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 79 222 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვაქცინა 4232-მა ადამიანმა გაიკეთა.