პალესტინამ ისრაელისგან კოვიდვაქცინის მიღებაზე უარი თქვა

პალესტინის მთავრობამ გააუქმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელს მისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელს პალესტინისთვის უნდა მიეცა Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა, რომელსაც ვადა ივლის-აგვისტოში გასდიოდა, სანაცვლოდ, პალესტინა ისრაელს დაუბრუნებდა ვაქცინის იმავე რაოდენობის დოზებს, რომლებსაც რამდენიმე თვეში Pfizer-ისგან მიიღებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, Pfizer-ის დაპირებულ დოზებს ვადა ივნისში გასდის.

"ეს არ არის საკმარისი დრო მათ გამოსაყენებლად, ამიტომ უარი ვთქვით მათზე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯერჯერობით ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.