ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოხდება საწოლების მობილიზება და საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით 8 400 ერთეულს მიაღწევს.

„ძირითადი აქცენტი გახლავთ, რომ მსუბუქ შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს ბინაზე მკურნალობა და სტაციონარებში გვქონდეს ადგილები მათთვის, ვისაც ნამდვილად ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს ქვეყანაში მობილიზებულია 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ ერთი 5 700 საწოლი კოვიდ სასტუმროებში, ამავე დროს, დამატებითი საწოლების მობილიზაციაც მიმდინარეობს. დღეს განვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და დაგეგმილია, დაახლოებით, რომ საწოლფონდი მომავალი ერთი თვის განმავლობაშ 8 400-მდე ავა. წესით და რიგით, თუ კარგი ტრიაჟი იქნება, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას“,-განაცხადა გამყრელიძემ.