სასამართლოს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-მ  ევროკავშირს 50 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს

ბრიუსელში, პირველი ინსტანციის სასამართლომ AstraZeneca-ს ვალდებულება დააკისრა, 2021 წლის 27 სექტემბრამდე ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 მილიონი დოზა მიაწოდოს.

ვაქცინების მიწოდების გრაფიკი ასეთია:

15 მილიონი დოზა - 26 ივლისისთვის

20 მილიონი დოზა - 23 აგვისტოსთვის

15 მილიონი დოზა - 27 სექტემბერს.

მიწოდების ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაში, AstraZeneca-მ უნდა გადაიხადოს ჯარიმა 10 ევრო, მიუწვდომელ დოზაზე.

მოსამართლის გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტს, რომ AstraZeneca-მ დაარღვია ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება.

"ეს გადაწყვეტილება ადასტურებს კომისიის პოზიციას: AstraZeneca- მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კარგია, რომ ამას დამოუკიდებელი მოსამართლეც ადასტურებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ მაისის ბოლოს უჩივლა სასამართლოში AstraZeneca-ს და მას ბრალი დასდო უფრო ნაკლები რაოდენობის ვაქცინის მიწოდებაში, ვიდრე შეთანხმებით არის გათვალისწინებული.