გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნება გადამწყვეტია "ევროკავშირში უსაფრთხოებისათვის". მათი თქმით, ევროკავშირს ასევე აქვს გამოწვევები რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ორმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი "დიდ გამოწვევებს" აწყდება რუსეთთან და NATO-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია ღიად უნდა გააგრძელოს, მიუხედავად უთანხმოებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ უკრაინისა და სირიის საკითხები.
"რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ რუსეთი ასევე არის ევროკავშირის კონტინენტური მეზობელი და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ყველა ჰიბრიდული შეტევის შეჩერება. ჩვენ უნდა გქონდეს რუსეთთან დიალოგი, თუ გვინდა უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროკავშირში, რაც არ უნდა ძნელი იყოს.", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს რუსეთთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობაში "საერთო ენის" გამონახვა.