ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარი 62%-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
60 წლის რაისმა დათვლისლი 28,6 მილიონი ხმიდან 17,8 მილიონზე მეტი მიიღო. განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შედეგების საფუძველზე.
მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
არჩევნები პარასკევს გაიმართა. საარჩევნო უბნები 18 ივნისს დილიდან გვიან საღამომდე იყო გახსნილი. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის არ იყო მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა ორი ვადით ეკავა.