ბელგიაში სკოლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც ცნობილია, ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევისას ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც სამი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მკურნალობს, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკული არაა.

თვითმხილველების თქმით, შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპული მუშებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი - რუმინეთიდან.