სერბეთში, საბრძოლო მასალების უმსხვილეს ქარხანაში აფეთქება მოხდა

ABC News-ის ინფორმაციით, სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა.

როგორც გამოცემა სერბულ მედიაზე დაყრდნობით წერს, აფეთქება ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ქარხანასთან ახლოს მდებარე ქალაქის, ჩაჩაკის მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც ცნობილია, აფეთქება ქარხანა „სლობოდაში“ მიმდინარე თვეში მეორედ მოხდა. 4 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად, პერსონალის დროული ევაკუაციის გამო არავინ დაშავებულა.

„სლობოდა“ სერბეთის უმსხვილესი ქარხანაა, რომელიც 1999 წელს, კოსოვოს ომის დროს NATO-ს ავიათავდასხმების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა.