ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Al Jazeera-ს ინფორმაციით, უგანდელ სპორტსმენს, რომელიც იაპონიაში, ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს.

„ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.