მსოფლიოში Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 177.1 მილიონს გადააჭარბა

ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ, Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 177.1 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დროს კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 3 840 223 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, სადაც Covid19 დღემდე 33 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 600 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები იზრდება ბრაზილიაშიც. ქვეყანაში Covid19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

უკვე მესამე დღეა, 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება ბრიტანეთში. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მოსახლეობაში „დელტა“ ვირუსის სახელი ცნობილი შტამი ვრცელდება.