ხვალ არჩევნების შემსწავლელი კომისია თამარ ჟვანიას მოუსმენს

ხვალ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. ამის შესახებ სხდომის დღის წესრიგითაა გაწერილი.

გარდა ამისა, იგეგმება საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლისგან ახსნა-განმარტებების მიღებაც.

სხდომა პარლამენტში 14:00 საათზეა ჩანიშნული.