ვიეტნამმა ჩინეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sinoparm-ის 500 000 დოზა მიიღო.
Reuters-ის ცნობით, ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინები ძირითადად შემდეგი ჯგუფებისთვის იქნება გათვალისწინებული:
1. ვიეტნამში მცხოვრები ჩინელებისთვის;
2. იმ ვიეტნამელებისთვის, რომლებიც მუშაობას ან სწავლას გეგმავენ ჩინეთში;
3. ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ვიეტნამელებისთვის;
ვიეტნამის შიდა ინოკულაციის პროგრამა, რომელიც მარტში დაიწყო, ძირითადად მიმდინარეობდაAstraZeneca- ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
98 მილიონიანმა ქვეყანამ მიიღო თითქმის ერთი მილიონი დოზა AstraZenca-ს ვაქცინა, რომელიც იაპონიის მთავრობამ 16 ივნისს აჩუქა.
ოფიციალურ მონაცემებით, ვიეტნამში თითქმის 2,4 მილიონ ადამიანია აცრილი ვაქცინის ერთი დოზით, ხოლო 115 315 სრულად ვაქცინირებულია.