ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალინ ბენეტი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისიმის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ,,გამოიღვიძოს".
ბენეტმა თქვა, რომ ირანის "სასტიკი რეჟიმს" ბირთვული იარაღი წარმოება სურს.
”ეს ბოლო შანსია, რომ მსოფლიო ძალებმა გაიღვიძონ. სასტიკი ჩამოხრჩობების რეჟიმს არასოდეს უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი", - თქვა ბენეტიმ მთავრობის სხდომაზე.
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გამარჯვების შემდეგ პირობა დადო, რომ გააძლიერებს საზოგადოების ნდობას მთავრობისადმი და იქნება ლიდერი მთელი ერისთვის.
”მე ჩამოვაყალიბებ შრომისმოყვარე, რევოლუციურ და ანტიკორუფციულ მთავრობას”, - ციტირებს სახელმწიფო მედია.
აღსანიშნავია, რომ ირანისა და ისრაელის დაძაბულობის ერთ-ერთი დიდი წყარო ირანის ბირთვული საქმიანობაა.
ირანი ისრაელს მისი მთავარი ბირთვული მეცნიერის მკვლელობასა და აპრილში ურანის გამამდირებელ ერთ-ერთ ქარხანაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ისრაელს არ სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არის მხოლოდ მშვიდობიანი და დარწმუნებულია, რომ იგი მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
ცნობისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარი 62%-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.
როგორც ცნობილია, მისი ინაუგურაცია აგვისტოში გაიმართება. BBC-ის ცნობით, ახალარჩეული პრეზიდენტის წარსულს პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯას უკავშირებენ.