სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92% აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04 % მოაგროვა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.
ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.