2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0% შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი 262.5 მილიონი აშშ დოლარით იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 205.3 მილიონი აშშ დოლარითა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 195.6 მილიონი აშშ დოლარით.
ამასთან, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 624.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 393.4 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი – 289.6 მილიონი აშშ დოლარით.
საქსტატის გამოთვლით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 758.1 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 598.7 მილიონი. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 552.0 მილიონი აშშ დოლარით.