საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს იმაზე დაბალი შედეგები აქვთ, ვიდრე პროგნოზირებდნენ.
„რესპუბლიკელებმა“ 27.2% მიიღეს, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ - 19.3%, ემანუელ მაკრონის პარტიამ - 10-11%.
ამომრჩეველთა აქტივობამ 31.4-33.9% შეადგინა, რასაც მედიამ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი უწოდა.
მეორე ტური 27 ივნისს გაიმართება.
საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს