კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყველა თეატრი თავად წყვეტს (ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება), რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით.
„მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს (ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება), რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი არის თავისუფალი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.