გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

Euronews -ის ინფორმაციით, გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულია ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერ-ასისტენტი, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკური დარგის პროფესურასთან მუშაობდა.

გერმანიის პროკურატურის თქმით, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ეჭვმიტანილი სულ მცირე სამჯერ შეხვდა რუსეთის საგარეო საიდუმლო სამსახურს და ფულადი ანგარიშსწორების სანაცვლოდ ინფორმაცია გადასცა.