1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს

"შემდგარია შეთანხმება, რომ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ეს იქნება კვირაში ერთი რეისი, რომელსაც „Wizz Air“ შეასრულებს და აჩვენებს ტენდენციას, რომ ფრთხილად და გონივრულად ავამოძრაოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.