საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერი პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია.

აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

ნიკა მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა.

კომიტეტმა პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.