შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადეს.

მედიის ცნობით, კენწისყრაში მონაწილეობდა 349 დეპუტატი.

პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა. (უნდობლობის გამოცხადებისთვის 175 ხმა იყო საჭირო).

შვედეთის ისტორიაში ლევენი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ოპოზიციის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად უნდობლობა გამოუცხადეს.

სტეფან ლევენს ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ გადადგეს ან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

ლევენის წინააღმდეგ შუამდგომლობა მემარცხენე პარტიამ წარადგინა. მემარცხენეები პრემიერ - მინისტრს კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები უდგანან სათავეში, მემარცხენე პარტია და ხალხი მიატოვა.