კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მინდორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ეკიპაჟი მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერჯერობით აღებული არ იყო.