დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, B და C ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პროექტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ფინანსდება.
მათივე ცნობით, კვლევაში მასში მონაწილეობას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 5-დან 17 წლამდე ბავშვები და 18 წლის ზემოთ მოზარდები მიიღებენ.
"კვლევა დაიწყო დღეიდან და გაგრძელდება ორი თვის მანძილზე.
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები).
აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.
კვლევის მიზანია გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ნათქვამია ინფორმაციაში.