ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-8 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.
მისივე თქმით, მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
"გლობალურ დონეზე ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი - ზედიზედ მეშვიდე კვირა. ეს კარგი ამბავია, მაგრამ ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით კვლავ მაღალია", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.