საფრანგეთში კონცერტებზე დასწრება 30 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო ღამის კლუბები 9 ივლისიდან გაიხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.
კულტურის მინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეში გამართულ კონცერტზე აუდიტორიის 75% შეძლებს დასწრებას, ხოლო ღია სივრცეში - 100%.
საფრანგეთში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში შეწყვიტეს.
ცნობისთვის, საფრანგეთმა შეამსუბუქა შეზღუდვები და 19 მაისიდან რესტორნებმა, ბარებმა და კაფეებმა ღია სივრცეებში განაახლეს მუშაობა.
როგორც France24 წერს, სტუმართმოყვარეობის პროფესიული კავშირის UMIH-ის თანახმად, საფრანგეთში 1600-დან 100-ზე მეტი ღამის კლუბი სამუდამოდ დაიხურა, პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.