1-ლი ივლისიდან თურქეთში „კომენდანტის საათი“ უქმდება, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
ერდორანის განცხადებით, იმავე დღეს თურქეთის მთავრობა გააუქმებს საქალაქთაშორისო მოგზაურობასა და საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
"ვირუსების შემთხვევების შემცირების წყალობით, თურქეთის მოსახლეობა 1-ლი ივლისიდან დაუბრუნდება ნორმალურ მუშაობას საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
ამასთანავე, ერდორანმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.
ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან თურქეთის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათი“ 22:00-დან 05:00 საათამდე შეამცირა. კაფე-რესტორნებმა და სპორტდარბაზებმა მუშაობა გაანახლეს.