24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ Twitter-ში განაცხადა.
"აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირის დიდ ჩართულობაშიც გამოიხატება, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხზე. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს საქართველოს ვეწვევით",- წერს ბოგდან აურესკუ.