საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - კიდევ 3 473 ადამიანი დაინფიცირდა, 3 342 კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 37. 1 493 თბილისში, 448 კი აჭარაში გამოვლინდა. იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო -ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი
ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.