ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 914 ადამიანს დაუდასტურდა, 635 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 055 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 217 , გარდაიცვალა 5199 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.
ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან 524 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 613, საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 452, აჭარაში - 176, იმერეთში - 364.
მძიმე პაციენტი: 678, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 51, იმერეთში -143.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 174 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 9, იმერეთში - 11.
605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 222- აჭარაში. 5 310 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 28, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 870 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 988, პირი, აჭარაში - 902, იმერეთში - 1 119.