ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება არ უქმდება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

ამასთანავე, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.