ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში Astrazeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,Pfizer-ით კი 30 მარტიდან.
3 აპრილს ქვეყანამ Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, Sinovac-ით იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.