Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა.
როგორც Europetime-ს Unicef-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე მწარმოებლის, მომწოდებლის მხრიდან არის შეფერხება და ჯერჯერობით უცნობია, როდის შემოვა ვაქცინის დოზები.
"მწარმოებლის მხრიდან არის შეფერხება. 22 ივნისისთვის უნდა ყოფილიყო შემოტანილი. ზუსტად ვერ გეტყვით თარიღს, როდის შემოვა. იმედია, მალე იქნება", - განუცხადეს Unicef-ში Europetime-ს.
ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს.
გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ.