კელი დეგნანი: ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი ადილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით.

მისი თქმით, ყველა ელოდება, რომ მომავალი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და მისი შედეგების მიმართ მაღალი ნდობა იქნება.

„ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესის მორიგი ტექსტი იქნება და ყველას სურს, რომ ის მშვიდობიანად ჩატარდეს და ისეთი შედეგი დადგეს, რომლის მიმართაც ყველა ამომრჩეველს ექნება ნდობა.

ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკების შედეგად შექმნეს საარჩევნო რეფორმის დადგენილებების კარგი გზამკვლევი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული.

ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასა თუ ჩართულ მხარესთან მომხმარებელთა ინფორმირებაში სოციალური მედიის როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენებთან დაკავშირებით. ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ვიხილავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციას და მეტ დადებით გავლენას სოციალური მედიისა, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა ინფორმირებას პოლიტიკური პარტიების სტრატეგიებისა და გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებენ ისინი ქართველი ამომრჩევლის პრიორიტეტების განხორციელებას. მადლობა ", - განაცხადა კელი დეგნანმა.